понедельник, 2 марта 2009 г.

        ბუნება თავისი კანონზომიერებით, საიდუმლოებით და სიღრმით  დასაბამიდან დღემდე აოცებს ადამიანს. ავჭალის ულამაზესი ბუნების ერთ-ერთი ძირითადა მახასიათებელია მცენარეთა მრავალფეროვნება. აღსანიშნავია, რომ ამ ტეიტორიაზე არსებობდა საქართველოს წიგნში შეტანილი 500 წლოვანი მუხა – სიმაღლე 30 მ. სიმსხო 1,5 მ ფესვის ყელის გარშემოწირულობა 6,5 მ ვარჯის პროექცია 25 მ X 25 მ. ნაყოფმსხმოიარე. როგორც ადგილობრიბი უხუცესები ამბობენ, ამ ტერიტორიაზე არსებობდა „მუხის ბაღი“, რომელიც ავჭალის გზეტკეცილიდან ნახევარ კილომეტრში მდებარეობდა. ამ ბაღში, კონკრეტულად წითელ წიგნში შეტანილი 500 წლიანი მუხის ქვეშ, შეუსვენია დასვლეთ საქართველოდან მომავალ მეფე ერეკლეს თავისი ამალით - ეს ფაქტი სიამაყით ავსებს ადგილობრივ მცხოვრებლებს. სამწუხაროდ XX საუკუნის მიწურულს, განუკითხაობის პერიოდში, ჩვენს მიერ აღნიშნული უნიკალური მუხა,  ჯერ ბეტონის მარწუხებში მოაქციე ( ტრამვაის დეპოს მშნებლობით) შემდეგ ვიღაც არაკაცმა და უდიერმა ადამიანმა ააფეთქა იგი და შეშად გამოიყენა.

      საგურამო-იალნოს ქედების ტყეები შექმნილია მუხის, რცხილის და წიფლისაგან. იზრდება ჯაგრცხილა, თხილი, შინდი. საგურამოს ქედის ტყე განიცდის კოლხურ ფლორის გავლენას. მტკვრის ნაპირებზე გავრცელებული იყო ჭალის ტყეები. იგი წარმოდგებოდა ვერხვით, ტირიფით, თხილით.  დღეისათვის ჭალა გაჩეხილია და ის მიდამოები უკავიათ ბაღ-ბოსტნებს.

     ცხოველებიდან ტყეში ვხვდებით მგელს, მელას, ტურას, ლერწმის კატას, მაჩვს, ზაზუნას, კურდღელს, კვერნას, ციყვს, დედოფალას. ფრინველებიდან ავჭალაში გავრცელებულია ყვავი, შოშია, ჩიტბატონა, სკვინჩა, გულწითელა, შაშვი, ბოლოხანებში მდ. მტკვარზე გამოჩნდნენ თოლიები. მტკვარი მდიდარია თევზით: ორაგულით, შამაიით, ხრამულით, სალამურით, ქაშაყით.